სტუ-ს სამედიცინო ტექნიკის

ინსპექტირების ორგანო

http://www.cooltemplates.ru
  • სამედიცინო ტექნიკის მაღალკვალიფიციური ინჟინრები 1
  • 2სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის მსოფლიოში მოწინავე აღჭურვილობა

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო, რომელიც აკრედიტებულია სტანდარტით ISO 17020 ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის ინსპექტირებას. ჩვენ ვამოწმებთ სამედიცინო ტექნიკას უსაფრთხოებაზე და ფუნქციურ გამართულობაზე. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი, მსოფლიოში მოწინავე ტექნიკით (აშშ). ყოველი ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია კონკრეტული სამედიცინო ტექნიკის შესამოწმებლად  დაკალიბრებულია აშშ-ში, რაც დადასტურებულია შესაბამისი სერტიფიკატით. ჩვენი საქმიანობის მაღალი ხარისხის გარანტია, მაღალკვალიფიციური სამედიცინო ტექნიკის ინჟინრები და სამედიცინო ტექნიკის შესამოწმებელი სპეციალური ტექნიკა, რომელიც დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.

 

2019 წლის 26 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსში (ახალი ლაბორატორიების კორპუსი) ჩატარდება სტუ-ს სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს პრეზენტაცია. დასაწყისი 17:00. დასწრება თავისუფალია.

 

ISO 17020

 

 

ინსპექტირება

სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირება გულისხმობს...

ვრცლად>>>

 

ISO 17020

ინსპექტირების ორგანო აკრედიტებულია ...

ვრცლად>>>

სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების მიზანია: სამედიცინო ტექნიკა იყოს უსაფრთხო, ფუნქციურად გამართული და მზად პაციენტთან გამოსაყენებლად.

ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი, მსოფლიოში მოწინავე ტექნიკით (მწარმოებელი Fluke Biomedical აშშ). Fluke Biomedical წარმოადგენს აღნიშნული ტიპის ხელსაწყოების წარმოაებაში მსოფლიო ლიდერს. ჩვენი ლაბორატორია ფლობს უახლეს მოდელებს და თითქმის მთლიანად ფარავს სამედიცინო ტექნიკის სრულ სპექტრს.